ევროპის სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ევროპის სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანია Aviareps-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, National Geographic Traveler Poland-ის, Reisereporter-ის, GEO France Magazine-ისა და სხვა პოპულარული სამოგზაურო გამოცემების 6 წარმომადგენელი თბილისს ეწვია. ფრანგმა, გერმანელმა და პოლონელმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.

“მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ თიანეთს, ახმეტას, ალავერდს. კახეთში უცხოელი ჟურნალისტებისთვის კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ასურეთი, ფოკა, ვარძია, ასპინძა, აბასთუმანი. მედიის წარმომადგენლები ეწვევიან საირმეს, ბაღდადს, ქუთაისს, ვანსა და თერჯოლას.

პრესტურის მონაწილეები საქართველოს რეგიონებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „მზის კარის“ ობიექტებსაც ეწვევიან.

„მზის კარის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

პრესტურის ფარგლებში, ევროპული მედიის წარმომადგენლები ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, ასევე პოსტებსა და სთორებს ატვირთავენ სოციალურ მედია პლატფორებზე საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წელს, 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 394 496 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირის წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში დაახლოებით 7% იყო. ყველაზე მეტი ვიზიტი თითქმის 66 ათასი გერმანიიდან შედგა, წლიური ზრდა 5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე კი პოლონეთია 64 210 ვიზიტით, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთსაც თვლის, რომელიც მესამე ადგილზეა 34 330 ვიზიტით და სამ კვარტალში 35%-იან ზრდას აჩვენებს. მეოთხე ადგილს 26 620 ვიზიტით და ზრდის 30%-იანი მაჩვენებლით საბერძნეთი იკავებს. მეხუთე ადგილზეა საფრანგეთი 26 270 ვიზიტით, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,…
კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…